საზოგადოება
„არ ვიცი, კონკრეტულად ვინ რამდენს ყიდის, თუმცა დირსის ნამდვილად არ უჭირს“ - ლევან იზორია კომენტარს პროექტი დირსის შესახებ ავრცელებს

Dirsi-sazog-3საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანული საინვესტიციო ჰოლდინგი „ეი ეს გრუპ ინვესტმენტი“ ორი წელია რაც თბილისში ახალ საცხოვრებელ უბანს - დირსის აშენებს. პროექტი საკმაოდ დიდია, საცხოვრებელ ტერიტორიად 50 ჰექტარი ფართობის ათვისება ხდება, უბანში 4898 ბინა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი იქნება. საზოგადოებაში არის ვარაუდი, რომ კომპანია ამ რაოდენობის ბინების რეალიზებას ვერ მოახერხებს.

კომპანიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა აქცია - 100 ბინა სპეციალურ ფასად, კვ.მ.  – 900 $-ად. აქციამ მომხმარებლის იმდენად მაღალი დაინტერესება გამოიწვია, რომ მოგვიხდა მისი კიდევ 100 ბინით გაგრძელება. ზაფხულის პერიოდში დირსიში სულ 221 ბინა გაიყიდა. საერთო ჯამში კი, გაყიდული ბინების რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა.

პროექტის პირველი ეტაპი შემოდგომაზე ექსპლუატაციაში შედის, სულ 7 საცხოვრებელი ბლოკის ათვისება მოხდება. გადახდის ზოგიერთ წესთან დაკავშირებით, ფასი  - 900 $ კვლავ შენარჩუნდება, თუმცა ზოგადად, კვ.მ.-ის ღირებულება 900 $-დან 1200 $-მდე იქნება.

ჩვენთან შესაძლებელია შიდა უპროცენტო განვადებისა და იპოთეკური კრედიტის გაკეთება საკმაოდ დაბალ პროცენტად. ასე, რომ მე მხოლოდ მოვუწოდებ მოქალაქეებს, დაიკავონ საკუთარი ადგილები დირსის ახალ უბანში და არ გაუშვან ეს შესაძლებლობა ხელიდან“, - აცხადებს პროექტის გაყიდვების მენეჯერი ლევან იზორია.