საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: "სად გვაქვს საფუძველი, რომ კრიმინალის ზრდაზე ვისაუბროთ?! მოხდა მკვლელობები, ეს კატასტროფაა და ცუდია, თუმცა, ასეთი შემთხვევები მომავალშიც მოხდება, სანამ ადამიანის ხასიათი არ შეიცვლება”

BiZino-sazog-2საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს (ინტერვიუს ფრაგმენტებს არრეთვე შეგიძლიათ გაეცოთ აქ bit.ly/1wuVziA და Facebook-ზე Bidzina Ivanishvili & Media).

“მკვლელობები ამერიკაშიც ხდება, საფრანგეთშიც, გერმანიაში და სხვა ქვეყნებშიც. ჩვენ შეგვიძლია დავსვათ კითხვა: პოლიცია დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ადრე?! სამართალდამცველების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა დაუჯერებელია?! მდგომარეობა გაუარესდა და საქართველო კატასტროფისკენ მიექანება?! არავითარი საფუძველი არ არსებობს დღეს, რომ, მაგალითად, თქვენ არ ენდოთ შსს-ს სტატისტიკას. გასაგებია, რომ ივლისი დანაშაულის კუთხით ცუდი იყო, მაგრამ წინა წლებთან შედარებით მაინც კლებაა დაფიქსირებული. ზუსტად "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაგეგმა ეს, "ასწია" "რუსთავი 2"-მა და სხვა ტელევიზიებიც ამ ფერხულში არიან ჩაბმული. არადა, მთავრობის დამოკიდებულება არ შეცვლილა - შს სამინისტრო და პოლიცია ზრუნავენ ადამიანების დაცვაზე, თითქმის ყველა მკვლელობის საქმე გახსნილია. 
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თუ არ ვცდები ჯაფარიძე, თურმე მესამე ღია წერილით მომმართავს. წერილში წერს, რომ თავის დროზე, პოლიტპატიმრები რომ გამოუშვეს ციხიდან, თურმე ჯერ მაშინ მიკითხავდა ლექციებს, რომ ეს არ შეიძლება. საუბრობს ციხიდან გამოსულ 17 ათას პატიმარზე. მათ ამით იმის გამართლება უნდათ, რომ 17 000 კაცი უკანონოდ ჰყავდათ დაპატიმრებული",
- განაცხადა ივანიშვილმა.