საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: “ზოგადად, მთავრობის მუშაობას დავახასიათებდი, როგორც წარმატებულს, და, რა თქმა უნდა, უპირველესად წარმატებულია, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი”

Bidzi-sazog-1საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს (ინტერვიუს ფრაგმენტებს აგრეთვე შეგიძლიათ გაეცნოთ Facebook-ზე Bidzina Ivanishvili & Media).

“მივიჩნევ, რომ კადრები ოპტიმალურად შეირჩა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. იმას არ ვამბობ, რომ მთავრობის მუშაობა იდეალურია, თუმცა დღეს საქართველოს ეფექტიანი აღმასრულებელი ხელისუფლება და ეფექტიანი პრემიერი ჰყავს.
…ხელისუფლება ბიზნესში არ ჩაერევა, კანონის დაცვა, უპირველესად პრემიერსა და მინისტრებს მოეთხოვებათ და კანონის წინაშე ყველა თანაბარია, მთავარია, ეს დამოკიდებულება არ შეიცვალოსთუ კონკრეტულ მინისტრზე ან სამინისტროზე მკითხავს, მე ჩემს აზრს გამოვთქვამ, თუმცა რაც ნაკლებს შემეკითხები, მით უფრო უკეთესია ჩემთვის.

„თუ ვერ გაამართლებს რომელიმე მინისტრი, პრემიერს აქვს უფლება, ის ისევ გამოცვალოს, თუმცა ალბათ, ჯობია, რომ ასეთი ცვლილებების საჭიროება ხშირად არ დადგეს... დინჯი, კახელი კაცია და პოზიციებს ხშირად არ იცვლის ხოლმე. მირჩევნია, ქვეყნის 15-20 წლიანი განვითარების პერსპექტივასა და ეკონომიკაზე ვიფიქრო და არა იმაზე, ღარიბაშვილი რომელ მინისტრის ვისით ჩაანაცვლებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.