უცხოეთი
CounterPunch, აშშ: „ბიძია სემი უკრაინას კლავს“ - ამერიკის ჩარევა მშვიდობიან პერსპექტივებს ანგრევს

zarub-3საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. სტატიის ავტორი მაიკ უიტნი ვაშინგტონის შტატში ცხოვრობს. მან მონაწილეობა მიიღო წიგნის „უიმედობა. ბარაქ ობამა და ილუზიების პოლიტიკა“ დაწერაში.
ამას წინათ ჩატარებულმა გამოკითხვებმა ცხადჰყო, რომ უკრაინის მოსახლეობის 57 % პოროშენკოს მიერ ჩატარებული ე. წ. ანტიტერორისტული ოპერაციის“ წინააღმდეგია. მიუხედავად ამისა, ეს ძმათამკვლელი ომი უახლოეს მომავალში კვლავაც გაგრძელდება, რადგან ეს ყველაფერი ვაშინგტონის დიდი გეგმის ნაწილია.

ობამას ადმინისტრაცია ლამობს, რუსეთი ძვირად ღირებულ და ხანგრძლივ კონფლიქტში ჩაითრიოს უკრაინაში და დაუმტკიცოს თავის ევროპელ მოკავშირეებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სახიფათო აგრესორია და გლობალური უსაფრთხოებისთვის სერიოზული მუქარას წარმოადგენს. ეს თავის გამართლებები აშშ-ს იმიტომ სჭირდება, რომ რუსეთის დასავლეთის საზღვარზე ნატოს მოწინავე ბაზები შექმნას, სადაც ისინი სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიან მოსკოვის არსებობას. მარიონეტ პოროშენკოს როლი ამ სისხლიან ფარსში იმაში მდგომარეობს, რომ გააღრმავოს ჰუმანიტარული კატასტროფა, დათრგუნოს წინააღმდეგობა და მოახდინოს პუტინის პროვოცირება ბრძოლებში ტანკების შეყვანაზე.

უკრაინაში ზავის შენარჩუნების შანსები მინიმალურია, უმთავრესად იმის გამო, რომ ვაშინგტონს ეს ომი უფრო მასშტაბური სტრატეგიული მიზნების მისაღწევად სჭირდება. სინამდვილეში ობამას და მის თანაშემწეებს, როგორც პუტინის ეკონომიკური მრჩეველი სერგეი გლაზევი ამბობს, „რუსეთის გახლეჩვა, მისი ეკონომიკური სივრცის დაპყრობა და გიგანტური ევრაზიული კონტინენტის რესურსებზე კონტროლის დამყარება სურთ. მიაჩნიათ, რომ ეს მათი ჰეგემონიის შენარჩუნებისა და ჩინეთის დაჯაბნის ერთადერთი შანსია“, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინაში მშვიდობა არ დამყარდება მანამ, სანამ კიევში ვაშინგტონის მარიონეტები არ დაემხობიან და უკრაინის სუვერენიტეტი არ აღდგება.