საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები პეტრო პოროშენკო და ბარაქ ობამა, ასევე ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუ და ნატოს გენმდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი დონბასში სამხედრო დანაშაულის ჩადენაში არიან ბრალდებული შაბათს ვენეციაში გამართულ არაფორმალურ „რასელის ტრიბუნალზე“.
უწინ იტყობინებოდნენ, რომამ არაფორმალურ სასამართლოზე ბრალდებულთა შორის იყო ევროსაბჭოს ხელმძღვანელი ჰერმან ვან რომპეიც, თუმცა, განაჩენში მისი სახელი აღარ ფიგურირებს.
„რია ნოვოსტის“ წყაროს ცნობით, ტრიბუნალის სხდომას 10-მდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯულიეტო კეზა და ლუგანსკელი ქალი, რომელიც ამჟამად იტალიაში ცხოვრობს.
სიტყვით გამოსვლის ყველა მსურველის მოსმენის შემდეგ სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომელიც ახლა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა დაეგზავნოს, კერძოდ კი გაეროს, ეუთოსა და საერთაშორისო სასამართლოს.
„რასელი ტრიბუნალი“ პირველად 1967 წელს, ფილოსოფოსების - ბერტრან რასელისა და ჟან-პოლ სარტრის ინიციატივით გაიმართა ვიეტნამში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების განსასჯელად. შემდგომში ანალოგიური „ტრიბუნალები“ ჩატარდა ჩილეში, ერაყში, პალესტინაში, თუმცა არავითარი იურიდიული შედეგები მათ არ მოჰყოლია.