უცხოეთი
კონტრაქტი 2011 წელს გაფორმდა და მისმა ღირებულებამ 1 მლრდ 200 მლნ ევრო შეადგინა. ხომალდი რფ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაში 2014 წლის ბოლომდე შევა. მეორე შვეულმფრენმზიდ „სევასტოპოლს“ ფრანგული მხარე რუსეთს 2015 წელს გადასცემს, - იტყობინება ტელეარხი „როსია-24“.
ხომალდების მიწოდების წინააღმდეგი გამოვიდა აშშ, რომელიც უკრაინის სიტუაციის გამო რუსეთთან ყველა ევროპული კონტრაქტის გაუქმების მიღწევას ლამობს. გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ შესაძლოა შვეულმფრენმზიდების მიწოდება შეაჩეროს. თუმცა, სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციამ აქცენტები შეარბილა და განაცხადა, რომ ოლანდმა მხოლოდ თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა, შეკვეთა კი კონტრაქტის შესაბამისად შესრულდება.