სამართალი
შსს-მ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა

samart-3საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი გიორგი . განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულმა 2 სექტემბერს, ღამით, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მ-ს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, გიორგი ო. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იგი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა დააკავეს. აღნიშნული პირი 12 სექტემბერს სოფელ ერგნეთში ქართულ მხარეს გადმოეცა.