შსს-მ დუშეთის არქეოლოგიური ბაზის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
საქართველო, 15 სექტემბერი,
საქინფორმი. შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი
თემურ ვ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა თემურ ვ. იმ დროს დააკავეს, როდესაც ის დუშეთში ნაქურდალი ნივთებით გადაადგილდებოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში დარაჯად მუშაობდა, საიდანაც 2014 წლის აპრილ-მაისში სხვადასხვა სამუზეუმო ექსპონატი მოიპარა. ნაქურდალი ექსპონატები ამოღებულია ნივთმტკიცებად.