სამართალი
შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავა

samart-1საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, სენაკში, თბილისსა და გორში  ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით წარსულში ნსამართლევი 10 პირი: გიორგი , გელა , ლაშა , გელა , დავით , ვიტალი , გიორგი , გელა , ავაზი . თენგიზ . დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქურდული სამყაროს ინტერესების საზოგადოებაში დანერგვასა და განმტკიცებას.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულები ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი პირებისგან კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ და ასრულებდნენ.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.