საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის რესპუბლიკის რელიგიის საქმეთა სამინისტროს თავმჯდომარეს მეჰმედ გორმეზის შეხვდა
საქართველო, 15 სექტემბერი,
საქინფორმი. მხარეებმა რელიგიებს შორის ურთიერთობის დეტალები განიხილეს და იმ თემებს შეეხნენ, რომლებიც ორივე მხარის კულტურისთვის არის მნიშვნელოვანი. კერძოდ, საუბარი შეეხო კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს. მათ იმ კომისიის მუშაობის თაობაზეც იმსჯელეს, რომელმაც ორ ქვეყანას შორის ამ მხრივ არსებული საკითხები უნდა მოაგვაროს.
მხარეებმა საქართველო-თურქეთის ურთიერთობაზეც ისაუბრეს და ყურადღება ხალხთა შორის კავშირის განმტკიცების აუცილებლობაზე გაამახვილეს. შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის მეგობრული და კეთილმეზობლური დამოკიდებულება კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს.