საზოგადოება
„ყოფილი მმართველი გუნდის განცხადებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, საზოგადოებაში გაჩნდეს განცდა, თითქოს პრეზიდენტი მთავრობის ოპოზიციაში გადავიდა და მისი შეხედულებები მთავარი ოპოზიციური ძალის გამოძახილია. ამ აზრის დამკვირდებას ხელს უწყობს სხვადასხვა მედია საშუალებებში გასული ინფორმაციები პრეზიდენტის კავშირების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან.
მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, მისი კონსტიტუციური სტატუსიდან გამომდინარე, დაამყაროს კომუნიკაცია მთავრობის მეთაურთან, რათა საზოგადოებას საბოლოოდ არ ჩამოუყალიბდეს განწყობა, რომ პრეზიდენტი ოპოზიციაშია“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.