პუბლიკაციები
“ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების გაგრძელებით, რომლებიც ოპოზიციის წინააღმდეგაა აღძრული!” - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ

polit-1საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის მოადგილემ მარი ჰარფმა გაავრცელა განცხადება საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ:

„შეერთებული შტატები მოუწოდებენ საქართველოს პროდემოკრატიულ და პროატლანტიკურ ძალებს ყურადღება დაუთმონ საერთო ინტერესებს, დაეყრდნონ ბოლო მიღწევებს და ერთად იმოქმედონ საკუთარი ქვეყნის წინსვლისათვის, ერთად გადაწყვიტონ საარსებო ეკონომიკური და რეგიონული პრობლემები. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების გაგრძელებით, რომლებიც ოპოზიციის წინააღმდეგაა აღძრული და იმ პოლიტიზებული სასამართლო განხილვებით, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ემუქრებიან. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პოლიტიკური პლურალიზმისა და ღია დისკუსიისადმი პატივისცემას", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.