სამართალი
ვანო მაჭავარიანი: „საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია მოიკოჭლებს“

Maia-samart-3საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა „პირველი რადიოს“ გადაცემაში -  „ჩვენ ვირჩევთ ნატოს“ გააკეთა.

შეხვედრა შეხვედრისთვის, რაც ახასიათებს ქალბატონ ფანჯიკიძეს, არ არის მნიშვნელოვანი, მას არ აქვს ეს კომპეტენცია, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, მისთვის მნიშვნელოვანია არა შინაარსობრივი არამედ ორგანიზაციული ნაწილი. ძალიან ბევრ კოლეგას, როდესაც ჩვენ ვიზიტი გვქონია, გულისწყრომით უთქვამთ, რომ ასე ვთქვათ, მეტის მოლოდინი ჰქონდათ. განსაკუთრებით პარტნიორი ქვეყნები, რომელებიც ჩვენი გულშემატკივრები არიან და კბილებით იცავენ საქართველოს პოზიციას, ჰქონდათ იმედგაცრუება, რომ უფრო მეტად შეიძლებოდა პოზიციების დაცვა და გათვალისწინება“,-  განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.