სამართალი
80 წლის ლუარა ჩარქსელიანი: „ნეკნები ჩამიმტვრიეს, სახე დაჭრილი მაქვს“

Luara-samart-2საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. მცემეს, მუხლი მომამტვრიეს, ნეკნები ჩამიმტვრიეს, შემათრიეს აბაზანაში და დასკოჩილი დამადგეს - აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრები ლუარა ჩარქსელიანი 25 აგვისტოს მომხდარი თავდასხმის დეტალებს იხსენებს.

ქალბატონის განცხადებით, თავდასხმის მომენტში სახლში ნათესავთან ერთად იმყოფებოდა. „შემოვიდნენ სამნი, ახალგაზრდები, ერთ-ერთმა, სპორტსმენი იყო ალბათ, სასტიკად მცემა, სასიკვდილოდ, დამსკოჩა და შემაგდო აბაზანაში, იქ იყო ჩვენი ნათესავი უკვე, მერე გაზიდეს ყველაფერი და დაგვტოვეს ასე. ყველაფერი წაიღეს განძეულიც და ფულიც, 200 წლის ოჯახი მაქვს და როგორ არ წაიღებდნენ. მე 80 წელს მიჯერებული მეტი რა უნდა გეკეთებინათ, მცემეს მუხლი მომატვრიეს, ნეკნები ჩამიმტვირეს, თავი ერთ ადგილას არ მაქვს ისე რომ თითი რომ დავიკარო არ მტკიოდეს“, - განაცხადა ჩარქსელიანმა „პირველ რადიოსთან“ საუბარში.