სამართალი
ალექსანდრე ჭიკაიძე: „გარკვეული ჯგუფი ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს გეგმავს“

Cika-samart-1საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება მინისტრმა „ალიასთან“ ინტერვიუში გიგი უგულავას სახელით გავრცელებული წერილის საპასუხოდ გააკეთა, სადაც საუბარი იყო გარკვეული დესტაბილიზაციის მოწყობაზე.

ისინი ცდილობენ დესტაბილიზაციისა და დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას, პირველი დარტყმა, რა თქმა უნდა, მოვიდოდა ჩემზე და ჩემს სამინისტროზე. მათი მიზანი იყო ჩემი და ჩემი თანამშრომლების განეიტრალება. რასაც ვამბობ ამის მტკიცებულებები და ფაქტები მაქვს...“,- აცხადებს ალექსანდრე ჭიკაიძე და განმარტავს, რომ ეს მიზანმიმართული კამპანიით ხორციელდება.

თქვენ ნახეთ, რომ დაიწყო ჩემი პიროვნებისადმი შეურაცხყოფელი ეპითეტების გამოყენება. თუ ასეთი სუსტი ვარ, როგორც მინისტრი და სუსტი თანამშრომლები მყავს, მაშინ რაში სჭირდებათ ჩემთან ამხელა ბრძოლა?.. ცდილობდნენ განწყობის შექმნას, რომ ქვეყანაში არის ქაოსი და შსს არის დემორალიზებული“,-განაცხადა მინისტრმა.