საზოგადოება
„მე შევხვდი მეგობარს. მასთან ერთად იყო ის, არ ვიცი ხომერიკია თუ რა გვარია. მე ჯერ მეგობარს შევხვდი და მერე მოგვიანებით ეგენი შემოუერთდნენ, მერე მე წამოვედი, საერთოდ არ ვიცნობ ხომერიკს. სანამ მე იქ ვიყავი პოლიტიკაზე არ ყოფილა საუბარი. შეხვედრა მისი მოსვლის შემდეგ დაახლოებით ათი წუთში დავტოვე,"- განაცხადა ნიკა კვეზერელმა.
შეგახსენებთ, რომ კვეზერელისა და ვლადიმერ ხომერიკის შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. ხომერიკი კი რუსეთში მცხოვრებ იმ ქართველთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ღიად გამოდიოდნენ და არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოში პოლიტიკური ინტერესები აქვს.