საზოგადოება
გიგა ბოკერია: „მინდა აღიარებითი ჩვენება მივცე - ბევრად მეტს ვაპირებთ, ვიდრე ჭიკაიძემ ჩამოთვალა"
Giga-sazog-1საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობა" კონსტიტუციის ფარგლებში იმაზე მეტს გააკეთებს, ვიდრე ალექსანდრე ჭიკაიძემ ხელისუფლების შესაცვლელად ჩამოთვალა", - ასე ეხმაურება გიგა ბოკერია "რუსთავი 2"-თან საუბრისას შს მინისტრის განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ "ნაციონალური მოძრაობისთვის" მიცემულ დავალებებსა და მათი მხრიდან "ხელისუფლების ხელში ჩაგდების" გეგმას ეხება. მისი განცხადება იყო, რომ ვაპირებთ პოლიტიკურ აქტიურობას იმისთვის, რათა ხელისუფლება შევცვალოთ და მან აბსოლუტურად კონსტიტუციური ნაბიჯები ჩამოთვალა. მინდა, სრულიად შეგნებულად მივცე აღიარებითი ჩვენება: მართლაც, ბევრად მეტს ვაპირებთ, ვიდრე მან ჩამოთვალა, ბუნებრივია, კონსტიტუციის ფარგლებში და აუცილებლად შევცვლით იმ ხელისუფლებას, რომელსაც მხოლოდ ზიანი მოაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის", - განაცხადა გოგა ბოკერიამ.