აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ზაგულბას საპრეზიდენტო სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველო, 12 სექტემბერი,
საქინფორმი. შეხვედრაზე ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. გამოითქვა სურვილი, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაღრმავდეს პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობა.
ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციას გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. მხარეებმა ის კონკრეტული პროექტები განიხილეს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს დელეგაციას „ზაგულბას“ სასახლეში ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.