პუტინმა და პოროშენკომ ევროკავშირთან უკრანის ასოციაციის შეთანხმება განიხილეს
საქართველო, 11 სექტემბერი,
საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა
ვლადიმერ პუტინმა და მისმა უკრაინელმა კოლეგა
პეტრო პოროშენკომ სამშაბათს, 9 სექტემბერს, სატელეფონო საუბრაში ევროკავშირთან უკრაინის ასოციაციის შეთანხმება და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა აქტუალური თემები განიხილეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება. მათ მხარი დაუჭირეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აღმოსავლეთ უკრაინაში.
პუტინმა დაადასტურა რუსეთის მზაობა, ამიერიდანაც შეუწყოს ხელი უკრაინის კრიზისის მშვიდობიან დარეგულირებას.
სახელმწიფოთა მეთაურებმა ასევე ხაზი გაუსვეს ეუთოს მისიის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელებას. ორი ქვეყნის ლიდერები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.