ავთანდილ ბერიძე წყლის ველოსიპედით სეირნობს
საქართველო, 11 სექტემბერი,
საქინფორმი. სოციალურ ქსელში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
ავთანდილ ბერიძის ახალი ფოტოები გარცელდა, სადაც ბერიძე წყლის ველოსიპედზე ზის. ფოტოები, სავარაუდოდ, მისი ერთ-ერთი საზღვარგარეთული ვიზიტის დროსაა გადაღებული.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ბერიძემ საზოგადოებას თავი კიდევ სხვა რამდენიმე ფოტოთი დაამახსოვრა: ფოტო ქოლგით, პარიზის სტადიონზე გადაღებული ფოტო და ბათუმის ბულვარში ფეხით სავალ ნაწილზე გაჩერებული სამსახურებრივი ჯიპი.