ზაალ კასრელიშვილი : „მე ვიცი რუსი გენერალი, რომელიც წლებია, ალასანიას მფარველობს!“
საქართველო, 11 სექტემბერი,
საქინფორმი. „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე,
ზაალ კასრელიშვილი ნატოს უელსის სამიტის დასრულების შემდეგ
ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს. კასრელიშვილის თქმით, ალასანია ნატოს სამიტის შედეგებს საკუთარი პიარისთვის იყენებს.
„ახალი თაობისთვის“ მიცემული ინტერვიუს ერთ ნაწილში კასრელიშვილი ამბობს, რომ ალასანია ყველაფერს ამერიკელების მითითებით აკეთებს, ინტერვიუს მეორე ნაწილში კი აცხადებს, რომ „
ამერიკა ტყუილად გაირჯება ალასანიას მხარდასაჭერად და ტყუილად ჰგონია ეგ კაცი თავისი. მე ვიცი ის რუსი გენერალი, რომელიც წლებია მას მფარველობს“, თუმცა, ამასთან, გენერლის ვინაობას არ ამხელს.