აქტუალური
პრეზიდენტის პრესსამსახური ინგა გრიგოლიას: „გადაცემის რეიტინგის ტყუილებით გაკეთება სამარცხვინოა”
Grigolia-aqtual-2საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. გადაცემა „რეაქცია“-ს წამყვანის ინგა გრიგოლიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის პრესმდივანმა თიკო მჟავანაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, პრეზიდენტის პრესსამსახური პასუხობს. გადაცემის რეიტინგის გაკეთება ტყუილებით… უბრალოდ სამარცხვინოა”, – წერს პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელი სოფო ჯაჯანაშვილი.
საოცრება დამემართა… პრეზიდენტ მარგველაშვილის პრესმდივანმა დამირეკა და პირდაპირი მნიშვნელობით, გამლანძღა… ana Anna Margvelashvili – ეგებ შენ მაინც გადასცე მამას, თორემ აშკარა იზოლაციაშია, გამომიცდია – შევარდნაძის პრესმდივანი… სააკაშვილის… ასეთი რამ არავის უკადრია… არასოდეს… პრეზიდენტის პრესმდივანი მიყვიროდა, როგორც მონას… ვაი, თქვენს პატრონს… პასუხი იხილეთ ,,რეაქციაში“,- წერს ინგა გრიგოლია ფეისბუქის პირად გვერდზე.