შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა
საქართველო, 11 სექტემბერი,
საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი
ელშად ფ. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ფონიჭალაში დააკავეს.
ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული სისტემატურად ახდენდა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას.