უცხოეთი
საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. 7 სექტემბერს შავ ზღვაზე რუსეთის ავიაციამ სამხედრო გემი Toronto-ს ეკიპაჟის წევრები დააფრთხო. გემი ზღვაში ნატოს ეგიდით მიმდინარე წვრთნების „Sea Breeze-2014”-ის ჩასატარებლად იმყოფებოდა.
რუსმა პილოტებმა უბრალოდ თავზე გადაუფრინეს კანადურ ხომალდს, რასაც ხელი არ შეუშლია კანადის თავდაცვის მინისტრი რობ ნიკოლსონისთვის, განეცხადებინა, რომ რუსეთი ნატოს პროვოცირებას ახდენს და ქმნის დაძაბულობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში.
ინციდენტი წვრთნების დაწყებამდე მოხდა და არავითარ საფრთეს არ წარმოადგენდა კანადური ხომალდისთვის.
შეგახსენებთ, რომ უწინ კანადა რუსეთს ახალი ეკონომიკური სანქციების შემოღებით ემუქრებოდა და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებდა.