უცხოეთი
Boeing-ის დაღუპვისას მიმდინარე დისპეტჩერთა საუბრები გასაჯაროვდა

DispetCer-zar-2საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. მალაიზიური „ბოინგის“ დაღუპვის მიზეზები უკრაინაში სამშაბათს ნიდერლანდების უშიშროების საბჭოს სპეციალურ მოხსენებაში გასაჯაროვდა. დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ ლაინერი ნაწილებად დაიშალა მას შემდეგ, რაც მას „მრავალი უცხო ობიექტი“ მოხვდა. ასევე მოხსენებაში მოყვანილია დისპეტჩერთა საუბრის ჩანაწერი კატასტროფის დროს. როგორც საუბრის ჩანაწერებიდან ჩანს,დისპეტჩერი დნეპროპეტროვსკიდან ამაოდ ცდილობდა თვითმფრინავის ეკიპაჟთან კავშირზე გასვლას კატასტროფის შემდეგ. შემდგომ სპეციალისტი დაუკავშირდა რუს დისპეტჩერს როსტოვიდან.

დნეპროპეტროვსკი: როსტოვი, თქვენ ხედავთ მალაიზიურ ლაინერს?..ჩვენს გამოძახებებს არ პასუხობს. ვერც ვხედავთ.

როსტოვი: სულ ესაა, ხომ?

დნეპროპეტროვსკი: და გაქრა.

როსტოვი: მოიცადეთ, ვიკითხავ.

დნეპროპეტროვსკი: რადარზე ვერაფერს ხედავთ?

როსტოვი: ვერაფერს.

დნეპროპეტროვსკი: კარგი, ახლა დავურეკავთ.

რუსეთის ავიაციაში აცხადებენ, რომ ნიდერლანდების უშიშროების საბჭოს მიერ გასაჯაროებული მონაცემები წინასწარია და ამიტომ რაიმე გარკვეული დასკვნების გაკეთება ნაადრევია.