სამართალი
ლევან იზორია: „შს სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფაზე საუბარი არ მიმდინარეობს“

Izoria-samart-3საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. შს სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფაზე საუბარი არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საკონსტიტუციო კომისიას აქვს დიდი დრო მუშაობისთვის, თუ ამ ეტაპზე დაიწყო მსჯელობა, დისკუსია, არ ნიშნავს, რომ ამავე ეტაპზე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი შსს-ს ორად გაყოფას არ გამორიცხავს. მისი თქმით, საკითხი მსჯელობის საგანს ჯერჯერობით არ წარმოადგენს, თუმცა, რთული სისტემის პირობებში არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ მისი რეფორმირების საკითხი დადგეს.