სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
AmoiRo-samart-2საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ავთანდილ ც. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ქობულეთში, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდით და 35 ცალი საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ 
დანაშაულს.