აქტუალური
საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ძირითადი პრეტენზიები მათ ბიუჯეტსა და მთავრობის მუშაობასთან აქვთ.
"მე ფრაქციის წევრებს დავუყენე ჩემი არგუმენტები, რომელიც მაქვს და რომელიც იძლევა საფუძველს, მოვითხოვო მთავრობაზე უნდობლობის გამოცხადება",- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრაქცია "ქართული ოცნებიდან" ავთანდილ ჩიტიშვილმა.
უმაღლეს საბჭოში მმართველი გუნდის მეორე ნაწილი უნდობლობის გამოცხადებას მხარს არ უჭერს.
"ჯერჯერობით არ არის იმის საფუძველი, რომ იმპიჩმენტის პროცესი დავიწყოთ. რაც შეეხება არგუმენტებს, თავიანთი პოზიციები უნდა დაადასტურონ, რატომ არიან უკაყოფილო",- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა კოალიცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან" თემურ კახიძემ.
ადგილობრივი მთავრობისათვის უნდლობლობის გამოსაცხადებლად საბჭოს 24 წევრიდან 14-ის თანხმობაა საჭირო. უკვე ცნობილია, რომ საკითხის განხილვის შემთხვევაში, უმრავლესობის წევრებს "ნაციონალური მოძრაობაც" დაუჭერს მხარს.