აქტუალური
გენერალ-ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი ქართველ სამხედროებს შეხვდა

Anderson-aqtual-1საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ყანდაღარის საავიაციო ბაზას ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური (IJC Commander) გენერალ-ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი ეწვია. ამერიკელმა გენერალმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები სადილზე მიიწვია და ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისთვის ქართველ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა. სადილის დასრულების შემდეგ, მან ხუთ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ამერიკელ გენერალთან ერთად, ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ ქართულ ქვედანაყოფს „რეგიონალური სარდლობა სამხრეთის“ მეთაური, გენერალ-მაიორი მაიკლ ბილსიც შეხვდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონი ავღანეთში ISAF-ის მისიის დასრულების ფაზაზე იმყოფება და რამდენიმე კვირაში სამშობლოში დაბრუნდება.