საზოგადოება
„მათ განსაკუთრებით აინტერესებთ შიდა პროცესები. რა ხდება საქართველოში, რა ფორმით, რა ინტენსივობით მიმდინარეობს ის კამპანია, რომელსაც აქ ძალიან ბევრი აფასებს, როგორც პოლიტიკურ დევნას. ამიტომ დაწყებული შიდა თემებით, გაგრძელებული ზოგადი სიტუაციით, უსაფრთხოებით, ისეთი საკითხებითაც კი, თუ რატომ მოდის საქართველოდან ორი დელეგაცია აშშ-ში გაეროზე დასასწრებად, ძალიან ბევრ თემაზე რომელიც უკავშირდება საქართველოს, არის ინტერესი", - განაცხადა ბაქრაძემ.
"ის აბსოლუტურად უგუნური პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს ივანიშვილის გუნდი, უკრაინის რეალურად არმხარდაჭერის თვალსაზრისით, საქართველოს დისტანცირებით ამ პრობლემისგან, რა თქმა უნდა, ამას ყველა ამჩნევს", - განაცხადა ბოკერიამ.