საზოგადოება
„დღეს ქ-ნმა "ბურჟანაშვილმა", იგივე ნინო ბურჯანაძემ, ე.წ. "სალტო-მორტალე" სცადა და ამჯერად საბოლოოდ დაებერტყა ცირკის არენას, როცა უკვე ღიად პუტინური პოზიცია დაიჭირა NATO-ს საწვრთნელი ცენტრის საქართველოში გახსნის საწინააღმდეგოდ.
მისი რიტორიკული არგუმენტის შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო: "ნუთუ საქართველოში შეიძლება იყოს ორი დაპირისპირებული ქვეყნის სამხედრო ბაზა და ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ემსახურებოდეს?!".
ჯერ ერთი, NATO-ს საწვრთნელი ცენტრი სამხედრო ბაზა არაა. მეორეც, პოლიტიკასა და სამშობლოს ერთგულებაში ამ ჯიუტად ოროსან ქალს დაავიწყდა, რომ სწორედ დასავლურმა ბაზებმა და სამხედრო ყოფნამ ჯერ გადაარჩინა, და შემდეგ გაამთლიანა არა მარტო ორად გაყოფილი გერმანია, არამედ ორად გაყოფილი ევროპაც”, - წერს რურუა.