1.2012 წლის ბოლოს თქვენს მფლობელობაში არსებულმა უმრავლესობამ ერთ-ერთ პირველ ინიციატივად პარლამენტში წარმოადგინა მასშტაბური ამნისტიის კანონპროექტი, ხოლო პირადად თქვენ მოსახლეობას მოუწოდეთ „გაგებით მოკიდებოდა“ თუ რომელიმე ციხიდან გამოსული სადმე ვინმეს დაჭრიდა, გააუპატიურებდა, დააუთოვებდა ან მოკლავდა.
პენიტენციალური სისტემა დატოვა 17,000-მა ადამიანმა. 2 წელი გავიდა. რამდენმა მათგანმა დაამტკიცა რომ ის უკანონოდ/უსამართლოდ იჯდა ციხეში?
2. 2012 წლის ბოლოს მოგიწოდეთ უარი გეთქვათ შევარდნაძის დროინდელი კადრების - ლაშა ნაცვლიშვილი, გელა ხვედელიძე, ალეკო ტაბატაძე მაღალ თანამდებობებზე დანიშვნაზე. თქვენი პასუხი იყო, რომ მათ დიდი წვლილი შეიტანეს ქართული ოცნების გამარჯვებაში. რა ჩაიდინა ამის შემდეგ გელა ხვედელიძემ? სად არის დღეს ლაშა ნაცვლიშვილი?
3. სამართალდამცავი სტრუქტურები, ისევე როგორც ზოგადად საჯარო სექტორი, არ შეიძლება იყოს ნათესავების, მეგობრების, ნათლულების, მეზობლების და თანასოფლელების დასაქმების ადგილი. შსს გაივსო დედოფლისწყაროს მაცხოვრებლებით.
4. მიუხედავად არაერთი მტკიცებულების არსებობისა როგორც „რემენას“, ისე „ლავას ოღლის“ საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, თქვენი პასუხი ორივე შემთხვევაში იყო ერთი - ეს არის ტყუილი და ნაციონალების მორიგი პროვოკაცია.
5. ჭიკაიძის დანიშვნა მინისტრად იყო შეცდომა. უნდა გესმოდეთ, რომ ჭიკაიძისთვის ბინის ჩუქებით შეგიძლიათ მხოლოდ პირადი ერთგულება იყიდოთ, მისგან კარგ მენეჯერს ასე ვერ შექმნით.
6. სტატისტიკის გაყალბებით კრიმინალთან ბრძოლა ფუჭია და ამას ვერც რეიდები უშველის და ვერც ჭიკაიძის გადადგომა. ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო, რომლის პოლიტიკური ნება და შესაბამისი უნარები თქვენს ხელისუფლებას არ აქვს.
ცნობისათვის, საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, პრაქტიკულად ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით „დიდ მეზობელთან“ და თუ გავითვალისწინებთ, რომ იგივე ჭიკაიძის უწყება კურირებს ქვეყნის უშიშროებას, კრიმინალის მდგომარეობაზე ზედაპირული დაკვირვებითაც კი იოლად შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოს უშიშროება",- წერს ზურაბ ჯაფარიძე.