უცხოეთი
საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. 5 სექტემბერს მოსკოვის ახალგაზრდულ ცენტრში „პლანეტა КВН“ „კა-ვე-ენის“ საერთაშორისო კავშირის გუნდები პრემიერ-ლიგის ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ. უმაღლეს ლიგაში ადგილის მოსაპოვებლად ექვსი გუნდი იბრძოდა, მათ შორის საქართველოს ნაკრებიც, რომლის მონაწილეობის ორგანიზატორი რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია იყო. ავტორიტეტულ ჟიურიში შევიდნენ პოპულარული წამყვანი ეკატერინა სტრიჟენოვა და იული გუსმანი, ხოლო თავმჯდომარე ალექსანდრე მასლიაკოვი იყო.
ქართველებს სცენაზე სამჯერ მოუწიათ გამოსვლა, აქედან ორ ნომერში ჟიურისგან უმაღლესი ქულები დაიმსახურეს.