უცხოეთი
აშშ-მა უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდება უარყო

zar-1საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ს უკრაინასთან ლეტალური შეიარაღების მიწოდების თაობაზე შეთანხმება არ დაუდია. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება ვაშინგოტნის მაღალჩინოსან წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

აშშ-ს მხრიდან არავითარს წინადადებას უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდების თაობაზე ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა წყარომ.

უწინ უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდებაზე უარს აცხადებდნენ ნორვეგია და იტალია. ოსლოში უარყვეს რაიმე შეთანხმების დადების ფაქტი, ხოლო რომში დააზუსტეს, რომ საუბარია მხოლოდ არალეტალური ეკიპირების - ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების მიწოდებაზე.

7 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა იური ლუცენკომ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ კიევს თანამედროვე შეიარაღებას მიაწვდიან აშშ, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი და ნორვეგია. ლუცენკოს თქმით, უკრაინაში ასევე ჩავლენ სამხედრო მრჩევლები ნატოს ქვეყნებიდან.