სამართალი
საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს და გასატარებელ რეფორმებს. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნული ვალდებულებების შესრულება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„განვიხილეთ საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის: მართლმსაჯულება, სიტყვისა და მედიის თავისუფლება, რეგიონული თემები, ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები. საქართველო არის ძალიან ევროპული სახელმწიფო, საუკუნეების განმავლობაში თქვენ წარმოადგენთ ევროპული ცივილიზაციის ნაწილს. ვიმედოვნებ, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას დეკემბრის თვეში განახორციელებს ევროპარლამენტი. ჩემი პოზიციაა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“,–განაცხადა ანდრეს მამიკინსმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.