სამართალი
შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

samart-1საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ლევან პ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ქარხნული წესით დამზადებული „კალაშნიკოვი“-ს სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი და 50 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.