აქტუალური
პოლიციის რეიდები - რისი უფლება აქვთ სამართალდამცავებს

aqtual-3საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. პოლიციის ე.წ. რეიდებს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. როგორც „ახალგაზრდა იურისტები“ განმარტავენ, ე.წ. რეიდებს არეგულირებს კანონი, რომელიც სამართალდამცავების უფლებებსაც განსაზღვრავს.

მათ აქვთ უფლება გააჩერონ ადამიანი, შეამოწმონ, ზედაპირული გასინჯვა ჩაატარონ, გამოკითხონ, შეამოწმონ მისი სატრანსპორტო საშუალება, თუკი არსებობს ამის ეჭვი. გარდ ამისა, მათ აქვთ უფლება განახორციელონ მისი ადმინისტრაციული გასინჯვა, ასევე ადმინისტრაციული დაკავება, თუკი ამის საფუძველი არსებობს. არ უნდა დაირღვეს პირის თავისუფალი გადაადგილების უფლება, არ უნდა მოხდეს მისი შეურაცხყოფა პოლიციის მხრიდან, არ უნდა მოხდეს არაადეკვატური ზომების გამოყენება. ეს ყველაფერი თანხვედრაში უნდა იყოს მათ უფლებამოვალეობასთან“,- განაცხადა „საიას“ იურისტმა მაია ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით პოლიციის ე.წ. რეიდის დროს მოხდა რამდენიმე პირის დაკავება და დაჯარიმება.