სამართალი
თბილისში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

avariaaთბილისში დღეს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 5 ადამიანი დაშავდა. აღნიშნული შემთხვევა ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ე. წ. ყვითელი ავტობუსი ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დაზარალებულებს შორის ერთი მცირეწლოვანი - 6 წლის ბავშვია. იგი ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, დარჩენილი 4 მგზავრი კი სასწრაფო დახმარებამ ე. წ. მიხაილოვის საავადმყოფოში მიიყვანა. მერიაში ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.