საზოგადოება
საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი ესტუმრა. ამერიკელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უმასპინძლა

sazog-2საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა ამერიკისა და   საქართველოს  სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.

ოფიციალური მიღების დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას  გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, პენტაგონის დელეგაციის წევრები, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

მოგვიანებით, ირაკლი ალასანიამ და ჩაკ ჰეიგელმა მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებები გააკეთეს.