რედაქტორისგან
საქინფორმი - უელსის სამიტის შედეგებზე: „აშშ, პანკისში ჩეჩენი ბოევიკების მოსამზადებელი ბანაკების ნაცვლად, ვაზიანში ნატოელი ბოევიკების ბანაკებს ხსნის!“

aqtual-1redaq-1-mtavarსაქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ყველაფერი, რის შესახებაც ქვემოთ წერია, ძალიან სამწუხაროა და ჩინებულად არის ცნობილი საქართველოს დელეგაციის ყველა წევრისათვის პრეზიდენტ მარგველაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც სამი დღის წინ ინგლისიდან, ნატოს უელსის სამიტიდან დაბრუნდა. თუმცა მათი სიხარული და ღიმილი, განსაკუთრებით კი თავდაცვის მინისტრი ალასანიასი, თავდაჯერებული მანერებითა და ამერიკული სიარულით ნატოს გენმდივან რასმუსენს რომ ბაძავს, გამოწვეულია არა თანდაყოლილი სიდებილით, არამედ საკუთარი მომავლის რწმენით - კარიერასა და სიმდიდრეში, თავისი ნათესავებიან-კლანებიანად. თავად ფანტასტი ჰერბერტ უელსიც ვერ მოიფიქრებდა იმას, რასაც ისინი უელსის სამიტის შესახებ ქართველ ხალხს უყვებიან!

მაშ ასე, რა მოუტანა საქართველოს ნატოს სამიტმა უელსში? საქართველომ ოფიციალურად შეწყვიტა ნატოს ასპირანტობაც კი, ანუ ალიანსში გაწევრების კანდიდატობა, რომელსაც ოდესმე გაწევრების სამოქმედო გეგმას - MAP-ს მისცემდნენ და ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაცია „იგილ“-ის სამიზნედ იქცა!

საქართველოს დელეგაციამ ნატოს ხელმძღვანელობას მოაცილა ეს თავის ტკივილი - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გამო რუსეთთან საქმის გარჩევები - და ისე, უბრალოდ, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე, აჩუქა ნატოს საქართველოს მთელი დანარჩენი ტერიტორია რუსეთის ჯიბრზე - აიღეთ და მშვიდობაში მოიხმარეთო!

შედეგად:

1. პანკისში ჩეჩენი ბოევიკების მოსამზადებელი ბანაკების ნაცვლად, აშშ, კრწანისის პოლიგონის გარდა, ნატოელი ბოევიკების მოსამზადებელ ბანაკს გახსნის ვაზიანის პოლიგონზე, რომელსაც უწყინრად „სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი“ უწოდეს. აქ ამერიკელი ინსტრუქტორები ქართულ და შერეულ კონტინგენტებს ავღანეთში, ერაყსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გასაგზავნად მოამზადებენ, ISAF-ის მისიასა და „გადამწყვეტ მხარდაჭერაში“ მონაწილეობისათვის, ასევე - რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ტერორისტული სპეცოპერაციებისათვის (ისეთის, როგორიც იყო 2004 წელს - ბესლანში, 2014 წელს - უკრაინაში);

2. საქართველოს, ხალხის სახელმწიფო ბიუჯეტის ფულზე, ნებას დართავენ, აშშ-სგან ძველი ვერტმფრენები შეიძინოს - როგორც შევარდნაძის პრეზიდენტობის ხანაში საქართველოს ვიეტნამის ომის შემდეგ დარჩენილი დაჟანგული „იროკეზები“ შემოასაღეს;

3. საქართველოში ჩატარდება ნატოს წვრთნები - მაგალითად, მორიგი წვრთნები „სწრაფი სამკაპი“ (Rapid Triden), რომელშიც ამა წლის 16-26 სექტემბერს იავოროვის პოლიგონზე (დასავლეთი უკრაინა) მონაწილეობის მიღება ნაბრძანები აქვს საქართველოს სამხედრო ძალების 1-ელ ბრიგადას.

ყველაფერ ამას ლამაზი და, როგორც ყოველთვის, ცინიკური სახელი უწოდეს: „ოქროს ბარათი“, „გამორჩეული პარტნიორის სტატუსი“, „უფრო მეტი, ვიდრე MAP-ი“, „დემოკრატიის განმტკიცების რეფორმები“, „გაძლიერებული შესაძლებლობების ფორმატი“, „მეტი ნატო საქართველოში“, „სამხედრო ურთიერთთავსებადობის გაღრმავება ISAF-ის შემდეგ“ („პარტნიორობა მშვიდობისათვის“) და „გაძლიერებული მხარდაჭერის პაკეტი“.

დასასრულ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა, რომელიც თბილისს უელსის სამიტის შემდეგ თურქეთისკენ გავლით ესტუმრა, გვახარა, რომ აშშ თავისი სტრატეგიული პარტნიორი - საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების საკითხს განიხილავს და რუსეთისგან საქართველოს საზღვრიდან ჯარების სრულ გაყვანას მოითხოვს (ჰეიგელი ცბიერობს, ისევე, როგორც მისი მაღალჩინოსანი ქართველი მეგობრები, რადგან ჩინებულად ესმის - აშშ-მა საქართველოს პენტაგონის მთელი იარაღიც რომ მიაწოდოს, ქართული არმია ვერასოდეს შეძლებს რუსეთის არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევას...).

aqtual-1-redaq-1-1-GEO