სიტუაციის სერიოზულობის გასაცნობიერებლად შეგახსენებთ, რომ „პროექტი რენდი“, რომელიც მსოფლიოში ცნობილ „რენდ კორპორეიშენად“ იქცა, 1945 წლიდან მუშაობს და ის აშშ-ის არმიის გენერლებმა „ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების მიზნებით“ დააარსეს. როგორც ამერიკული მედია წერს, RAND „სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებასა და პოლიტიკური კურსის განსაზღვრაში“ მონაწილეობს.
ინტერნეტპორტალი “Before It’s News” აქვეყნებს RAND-ის მასალებს, რომლებსაც გრიფი „კონფიდენციალურად“ ადევს - მათში აღწერილია სწორედ ის „ბ-გეგმა“-სცენარი, რომლითაც უნდა იმოქმედოს უკრაინის ხელისუფლებამ „მშვიდობიანი გეგმის“ ჩავარდნის შემთხვევაში. ეს სცენარი სამ ეტაპს მოიცავს, რომელიც ნოვოროსიის სადამსჯელო ოპერაციამ უნდა გაიაროს.
„რენდის“აზრით, პირველი ეტაპი სამხედრო მდგომარეობის შემოღებითა და „ნებისმიერი ტვირთის გამოტანა-შეტანისაგან“ მეამბოხე რეგიონების ბლოკირებით უნდა დაიწყოს. ნოვოროსიაში უნდა გაითიშოს ნებისმიერი სატელეფონო კავშირი, ინტერნეტი, ტელე და რადიოეთერი, შემოღებული იქნას კომენდანტის საათი. უცხოურმა მედიამ - დასავლურმა, ევროპულმა ან რუსულმა უნდა დაიცვას „რეგიონში ყოფნის სპეციალური წესი“ - ანუ დაინახოს და დაწეროს მხოლოდ ის, რის ნებასაც კიევი დართავს.
ოპერაციის მეორე ეტაპად „რენდი“ ნოვოროსიის გაწმენდის ბრძანებას იძლევა. ქალაქებისთვის ალყის შემორტყმის შემდეგ ჯარებმა სარაკეტო და ავიაიერიშები უნდა განახორციელონ სტრატეგიულ ობიექტებსა და სახალხო ლაშქარზე. პრესა აღნიშნავს, რომ დოკუმენტი კიევს უბიძგებს აკრძალული იარაღის გამოყენებისკენაც კი. ამის შემდეგ უკრაინის ავიაცია, გეგმის შესაბამისად, იერიშს განახორციელებს ინფრასტრუქტურის ყველა ობიექტზე, საავადმყოფოებისა და სკოლების ჩათვლით, სადაც „შესაძლოა სახალხო მოლაშქრეები იყვნენ“.
შემდგომ დამსჯელებს ეძლევათ რეკომენდაცია, „დასახლებული პუნქტები გაათავისუფლონ“ ჯავშანტექნიკის შეყვანითა და ცეცხლით. „მოხდება მამრობითი სქესის მოსახლეობის ევაკუაცია საფილტრაციო ბანაკებში, წინააღმდეგობის გაწევა კი დახვრეტით დასიჯება“, - ურჩევს RAND-ი.
პრესის მონაცემებით, გეგმის მესამე პუნქტში მოცემულია, თუ როგორ უნდა დამყარდეს „ნორმალური ცხოვრება“ ამბოხებაჩახშობილ რეგიონებში. „რენდი“ მიუთითებს, რომ კიევმა უნდა გააძლიეროს საზღვარი რუსეთთან და გახსნას გამშვები პუნქტები, 18-60 წლის მამაკაცებმა შემოწმება უნდა გაიარონ საფილტრაციო ბანაკებში. მთავარი კი ისაა, რომ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებიდან გასახლებული მაცხოვრებლების ქონების კონფისკაცია მოხდება სახელმწიფოს სასარგებლოდ, შემდგომში მისი ატო-ს მებრძოლებისათვის გადასაცემად.