უცხოეთი
გიორგი მარგველაშვილი: „შეუძლებელია ომის დაწყება საკუთარ ტერიტორიაზე“
1-P-zarub-1საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. შეუძლებელია ომის დაწყება საკუთარ ტერიტორიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა BBC-ს გადაცემა Hard talk-ში სტუმრობისას განაცხადა. 
"მოვლენები 2008 წელს საქართველოში და ის მოვლენები, რომლებიც ახლა ვითარდება უკრაინაში, ერთი სცენარის ნაწილია და ამაზე ბევრი ყოფილი საბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლობა საუბრობს. ნატო-ს ერთიანი მიდგომა უნდა ჰქონდეს ამ საკითხებთან, თუმცა არ ვგულისხმობ სამხედრო მიდგომას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. BBC-ის ჟურნალისტის თქმით, ის რაც 2008 წელს მოხდა, არ ჰგავს უკრაინის მოვლენებს, რადგან ევროკავშირის ფაქტების დამდგენმა მისიამ ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა, რასაც საქართველოს პრეზიდენტი არ იზიარებს.
"არ ვფიქრობ, რომ მათ საქართველო დაადანაშაულეს და ეს არ ყოფილა ვერდიქტი. მოდით, უფრო კონკრეტულად შევხედოთ საკითხს - ეს იყო ფაქტების დადგენის მისია, რომელმაც მთლიანი მოვლენა აღწერა და მასში არის სხვადასხვა დეტალები, თუმცა ფაქტი არის შემდეგი, მოვლენები საქართველოსა და უკრაინაში არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკოსები ახორციელებენ. ისინი ამბობენ, რომ უფლება აქვთ, დამოუკიდებელი ქვეყნების ბედი გადაწყვიტონ. შეუძლებელია ომის დაწყება საკუთარ ტერიტორიაზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.