სამართალი
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა ნატოს სტრატეგიულ დისკუსიებში ისევე მიიღოს მონაწილეობა, როგორც ნატოს წევრი ქვეყნები არიან ჩართული.
ნიუპორტში ნატოს სამიტის ფარგლებში, ალიანსთან გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართა. სხდომას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ ხელმძღვანელობდა.
საქართველოსთან ერთად, „ოქროს ბარათის“ მფლობელები გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის წევრი ქვეყნები - შვედეთი, ფინეთი, ავსტრალია და იორდანიაა.