სამართალი
საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. უელსში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში მიხეილ დარჩიაშვილმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან დერეკ შოლესთან შეხვედრა გამართა.
საუბრის მთავარი თემა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის დაგეგმილი ვიზიტი იყო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩაკ ჰეიგელის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას. მხარეები ვიზიტის დროს განსახილველ საკითხებზეც შეთანხმდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს სამიტის შედეგები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობა განიხილეს. ხაზი გაუსვა პაკეტით გათვალისწინებული ზომების განხორციელებაში აშშ-ის მხარის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.