საზოგადოება
ნატოს სამიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ჰერმან ვან რომპუისა და ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა

1-O-sazog-3საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს და ინტეგრაციის პერსპექტივაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის თემატიკას. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ამ ხელშეკრულების რატიფიკაციის მნიშვნელობა ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ. როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება აღნიშნული ხელშეკრულების მაქსიმალურად ეფექტიანად ამოქმედებისთვის.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონალურ უსაფრთხოების საკითხებს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს უკრაინის კრიზისზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე.