საზოგადოება
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ურთიერთთავსებადობის პლატფორმის ფორმატის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

1-N-sazog-2საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. ნიუპორტში მიმდინარე სამიტის ფარგლებში, ნატოს თავსებადობის ახალი ინიციატივის პირველი სხდომა გაიმართა.
თავდაცვის მინისტრების პირველი ერთობლივი დისკუსიის მთავარი თემა არსებული სამხედრო თავსებადობის შენარჩუნება და ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ, თავსებადობის გაღრმავება იყო.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსთან  ყველა არსებული მექანიზმის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს.

ირაკლი ალასანიამ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პაკეტში განსაზღვრული მიმართულებები საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დაეხმარება.