სამართალი
საქართველოს მოქალაქებმა ისრაელის მრეწველობის მინისტრის მიწვევის გაყალბება სცადეს

beniaminსაქართველოს მოქალაქეთა ჯგუფმა ისრაელის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის, ბენიამინ ბენ-ელიეზერის მიწვევის გაყალბება სცადეს. ამის შესახებ ებრაული გაზეთი "ედიოტ აჰრონოტი" წერს. რამდენიმე კაციანმა ჯგუფმა საქართველოში ისრაელის საელჩოში ვიზის მიღების თხოვნით დოკუმენტები წარადგინეს და განაცხადეს, რომ მინისტრმა ბენ-ელიეზერმა ისინი "მეგობრების რანგში" ფორუმზე მიიწვია, რომელიც თელ-ავივში დღეს იხსნება. საელჩოში მიწვევის გადამოწმების მიზნით, ისრაელის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დაუკავშირდნენ და დაადგინეს, რომ მინისტრს არანაირი "მეგობრული" მიწვევები არ გაუგზავნია. დიპლომატებმა მიწვევის გამყალბებლები ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს.