სამართალი
საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ვანის რაიონში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს ალექსანდრე რ, რომელიც დაზარალებულის ნათესავია. ასევე დაკავებულია დავით ლ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში, სამი ნიღბიანი პირი ქეთევან ო-ს საცხოვრებელსახლში შეიჭრა. მათ სხეულის დაზიანებები მიაყენეს ქეთევან ო-სა და მის მცირეწლოვან შვილს. დამნაშავეები ფულსა და ძვირად ღირებულ ნივთებს ითხოვდენ. ბოროტმოქმედებმა დაზარალებულის სახლიდან ოქროს ნივთები და კლავიშებიანი სინთეზატორი წაიღეს.