სამართალი
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების მოხმარების კონტროლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 2,7 ტ თხევადი ჰეროინის ამოღების საქმე განიხილეს

1-Heroin-samart-1საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი და ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრის უფროსი ლევან ჩიკვაიძე აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების მოხმარების კონტროლის ადმინისტრაციის (DEA – Drug Enforcement Administration) უფროს მიშელ ლეონჰარტს, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თომას ჰარიგანს და ამერიკელ კოლეგებს ქალაქ ნიუ-იორკში 2 სექტემბერს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა 11 ივლისს საქართველოში ამოღებული უპრეცედენტო ოდენობის ნარკოტიკული საშუალება – 2,7 ტ თხევადი ჰეროინის საქმე იყო. ამ ოდენობის თხევადი ჰეროინის გადაზიდვის გამოვლენით და აღკვეთით, საქართველო მსოფლიოში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ მებრძოლი მოწინავე ქვეყნების რიგებს შეუერთდა.