აქტუალური
კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირების სისტემით დაფარვა აბონენტებს 2011 წლის იანვრიდან მოუწევთ

telasiფაქტობრივად დასრულებულია მუშაობა მონაცემთა ერთიან ბაზასთან დაკავშირებით. ბილინგ-სისტემის დახვეწის შემდეგ, ერთიანი ქვითრებიც დამზადდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) №24/3 დადგენილებით, თბილისში კომუნალური გადასახადების ერთიან ადმინისტრატორებად, ელექტროენერგიის განაწილების სალიცენზიო არეალის მიხედვით, "თელასი" და "ენერგო პრო ჯორჯია" განისაზღვრნენ. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, მოსახლეობიდან კომუნალური დავალიანებების ამოღებას ელექტროგამანაწილებელი კომპანიები განახორციელებენ. "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გარდა ბუნებრივი აირისა, კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემით ადმინისტრირება განხორციელდება. აღნიშნული ცვლილება პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისს ეხება. ცვლილებების მიხედვით, თუ აბონენტს წყლის ან დასუფთავების მომსახურების დავალიანება აქვს, მას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.